თელავში არჩევნების გაყალბების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებთან ოოლიტიკოსი ელენე ხოშტარია იმყოფებოდა, რომლის თქმითაც ერთერთ პროტესტანს ფეისბუქით თავს დაესხნენ კვალი კი შსს-მდე მიდის.
"სამწუხაროდ ჩვენ ვართ ქვეყანა სადაც ასეთ ხალხს ებრძვიან. ძალიან საშიში რაღაც მოხდა, ადამიანები გადარჩნენ ძლივს და რა თქმა უნდა ეს საქმე არის გამოძიებული. იყო ფეიქბუქზე თავდასხმა ერთერთ პროტესტის მონაწილეზე და თავდასხმის კვალი მივიდა შსს-მდე. ანუ სისტემა ებრძვის თავისუფალ მოაქალაქეს და ეს თავისუფალი მოქალაქეები იბრძვიან სისტემის წინააღმდეგ", - ამბობს ელენე ხოშტარია.
შეგახსენებთ, ინციდენტი 1 იანვარს მოხდა, როცა კარავს მსუბუქი მანქანა მიზანმიმართულად დაეჯახა. ინციდენტი ამ დრომდე გამოუძიებელია.
აქვე გეტყვით, საპროტესტო აქცია თელავში, თეატრის წინ, 2020 არჩევნების გაყალბებისადმი პროტესტს უკავშირდება და 7 დეკემბრიდან მიმდინარეობს.