ყოფილ პოლიციელს, რომლიც კასპში, მძევლების აყვანის საქმეზეა დაკავებულს, ბრალს ოფიციალურად რამდენიმე საათში წაუყენებენ
გორის წინასწარი დაკავების იზოლატორი ადვოკატმა ცოტა ხნის წინ დატოვა. გიორგი მენაბდიშვილი ბრალს არ აღიარებს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
ის სახაზინო ადვოკატზეც უარს ამბობს.
ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ფსიქო-ემოციური მდგომარეობა მძიმეა, არ საუბრობს და უარს ამბობს წამლების მიღებაზეც.
შეგახსენებთ, 16 იანვარს, გიორგი მენაბდიშვილი კასპში სპეცოპერაციის დროს დააკავეს და მას გამოძიება მძევლების აყვანას ედავება.
შეიარაღებულმა მენაბდიშვილმა ორი პირი მძევლად აიყვანა. მძევლების აყვანამდე რამდენიმე დღით ადრე მენაბდიშვილი “მთავარს” დაუკავშირდა და მოუყვა, რომ ის 6 თვის განმავლობაში მუშაობდა ქვის გადამამუშავებელ ქარხანაში, ერთერთი მეწილისგან ქარხნის 10% შეიძინა. მას შემდეგ კი, რაც ქარხანამ მცირე, მაგრამ მოგების მოტანა დაიწყო, მენაბდიშვილს პრობლემები შეექმნა სხვა მეწილეებისგან, რომლებმაც საქმეში ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლები ჩართეს და ახალგაზრდა ბიზნესმენს წილიც წაართვეს და სამუშაოც. მენაბდიშვილმა რამდენჯერმე მიმართა პოლიციას, მაგრამ სამართალი ვერ იპოვა, რის შემდეგაც მძევლების აყვანა და შურისძიება დაგეგმა.