ძებნის ოპერაცია პანკისში - ინფორმაციები, რომელსაც ადგილობრივები "მთავარ არხს" აწვდიან 

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში პანკისში, მკვლელობაში ეჭვმიტანილის ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს. სამართალდამცველები მას ნათესავების სახლებში ეძებენ. 

პანკისის მკვიდრები არ გამორიცხავენ, რომ თუ იბრაჰიმ ქავთარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული კანონის სრული სიმკაცრით არ დაისჯება, მას ქავთარაშვილების გვარი გაუსწორდეს. თუმცა ამ ეტაპზე ამ თემაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს. 

არსებული ინფორმაციით, ქავთარაშვილების გვარი ხვალ, მოკლულის დაკრძალვის შემდეგ გეგმავს შეკრებას და გადაწყვეტილების მიღებას. 

მოკლული იბრაჰიმ ქავთარაშვილი

პანკისელები ამბობენ, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი, რომელმაც მსხვერპლს დანით 18 ჭრილობა მიაყენა, სავარაუდოდ, ხეობას აფარებს თავს. ჩვენი ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავეს სავარაუდოდ, მანამდეც აქვს მკვლელობა ჩადენილი - პანკისელების თქმით, მან საკუთარი ნათესავი გოგონა მოკლა.

მკვლელობა პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში დღეს მოხდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი