
"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ 2021 წელს ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
"მთავარ აქცენტებში" საუბრისას ხიდაშელი ოპოზიციის მისიაზე საუბრობს და ამბობს რომ ახლა მათზეა დამოკიდებული ყველაფერი და ოპოზიციამ პოლიტიკური ცხოვრება ქუჩაში უნდა შექმნას, რადგან საკანონდებო ორგანოში ეს ვეღარ მოხერხდება:
პოლიტიკური ცხოვრება უნდა შექმნას ოპოზიცია ქუჩაში. პოლიტიკური ცხოვრება აღარ იქნება პარლამენტში, იქ აღარ იქნება მიზიდულობის ცენტრი და მთავარი კონცენტრაციის ადგილი საზოგადოებრივი ინტერესის. ამიტომ თუ ძალიან სწრაფად ეს ალტერნატიული პოლიტიკური დისკუსიის ცენტრი არ შეიქმნა, უფრო დისტანცირება მოხდება ამომრჩევლის.
ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ 2021-ში ჩვენ გვექნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები" ამბობს ხიდაშელი.
შეგახსენებთ, ამჟამად "ქართული ოცნების" პარლამენტში მხოლოდ ქართული ოცნება და "ევროპელი სოციალისტები" არიან. ეს პარტიაც "პატრიოტთა სიით" საკანონმდებლო ორგანოში შესვლის მერე დააფუძნეს ფრიდონ ინიჯიამ, გელა მიქაძემ, დავით ზილფიმიანმა.
დანარჩენი ოპოზიცია კი რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს და 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად თვლის.