ბორელი: რუსეთის ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს ნავალნის უფლებებს და გაათავისუფლოს

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელი, რუსეთის ხელისუფლებას პუტინის მთავარი კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. 

"რუსეთის ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს ალექსეი ნავალნის უფლებებს და დაუყონებლივ გაათავისუფლოს. მიუღებელია სასამართლო სისტემის პოლიტიზირება", - წერს ბორელი Twitter-ზე.

შეგახსენებთ, რომ 17 იანვარს ალექსეი ნავალნი - მოწამვლის შემდეგ პირველად - რუსეთში ჩავიდა. ოპოზიციონერი ჩაფრენამდე დარწმუნებული იყო, რომ დააკავებდნენდაკავებულები არიან მისი მხარდამჭერებიც, რომლებიც ნავალნის აეროპორტში ელოდებოდნენ.

რუსი სამართალდამცავების მტკიცებით, ოპოზიციონერს ბრალად ედება გაფლანგვა. ჯერ კიდევ 2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების მტკიცებით, ძმებმა "ივ როშე" დაარწმუნეს, გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. თავის მხრივ, პუტინის კრიტიკოსი ამტკიცებს, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა მის წინააღმდეგ და პუტინი გამოგონილი ბრალდებებით ცდილობს მის შეჩერებას.

საბოლოოდ, ნავალნი მოსკოვში ჩასვლისთანავე დააკავეს; მის ადვოკატს კი, რომელსაც პოლიტიკოსის დოკუმენტაცია ეკავა, მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილებები, ოპოზიციონერთან ერთად წასვლის უფლება არ მისცეს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი