თავდაჯერებული ლიდერები ვერ ხედავენ ოპონენტებზე ძალადობის საჭიროებას - პომპეო ნავალნის დაკავებაზე

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომოპეო, Twitter-ით ნავალნის დაკავებას ეხმიანება.

"ღრმად ვწუხვართ რუსეთის გადაწყვეტილებაზე ალექსეი ნავალნის დაკავებასთან დაკავშირებით. თავდაჯერებულ პოლიტიკურ ლიდერებს არ ეშინიათ კონკურენტი ხმების, ვერ ხედავენ პოლიტიკურ ოპონენტებზე ძალადობისა და მათ არაკანონიერად დაკავების საჭიროებას", - წერს პომპეო. 

მომხდარს გამოეხმაურა ჟოზეფ ბორელიც: "რუსეთის ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს ნავალნის უფლებებს და გაათავისუფლოს".

შეგახსენებთ, რომ 17 იანვარს ალექსეი ნავალნი - მოწამვლის შემდეგ პირველად - რუსეთში ჩავიდა. ოპოზიციონერი ჩაფრენამდე დარწმუნებული იყო, რომ დააკავებდნენდაკავებულები არიან მისი მხარდამჭერებიც, რომლებიც ნავალნის აეროპორტში ელოდებოდნენ.

რუსი სამართალდამცავების მტკიცებით, ოპოზიციონერს ბრალად ედება გაფლანგვა. ჯერ კიდევ 2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების მტკიცებით, ძმებმა "ივ როშე" დაარწმუნეს, გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. თავის მხრივ, პუტინის კრიტიკოსი ამტკიცებს, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა მის წინააღმდეგ და პუტინი გამოგონილი ბრალდებებით ცდილობს მის შეჩერებას.

საბოლოოდ, ნავალნი მოსკოვში ჩასვლისთანავე დააკავესმის ადვოკატს კი, რომელსაც პოლიტიკოსის დოკუმენტაცია ეკავა, მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილებები, ოპოზიციონერთან ერთად წასვლის უფლება არ მისცეს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი