დღეს საქართველოში კორონავირუსის 110 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 110 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 1 643 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 25 პაციენტი გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით: 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 247 915 
  • გამოჯანმრთელებულია - 234 636 
  • გარდაცვლილია -  2 958 
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 4 964, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 2 930, PCR ტესტით - 2 034
  • კარანტინის რეჟიმში - 460
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 670
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 634

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 95 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 68 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 2 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი