შერიგება ან სისხლის აღება – დღეს პანკისში იბრაჰიმ ქავთარაშვილს კრძალავენ

გამოქვეყნდა:

იბრაჰიმ ქავთარაშვილს სოფელ დუისში დღეს დაკრძალავენ. 40 წლის მამაკაცის დაკრძალვის შემდეგ, პანკისის ხეობამ უნდა გაარკვიოს მხარეები შერიგდებიან თუ სისხლის აღების წესი განიხილება.

იბრაჰიმ ქავთარაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი სიმონ მარგოშვილი ამ დრომდე დაკავებული არ არის, ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პანკისში ადგილობრივები ამბობენ, რომ წარსულში მარგოშვილსა და ქავთარაშვილს შორის მცირე დაპირისპირება იყო, თუმცა შემდგომ ისინი შერიგდნენ.

ოხდა ეს სამწუხარო ამბავი, ეს ორივე ოჯახისთვის დიდი დარტყმაა, შევეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ, რომ სისხლი არ დაიღვაროს – ამბობენ პანკისის ხეობაში

შეგახსენებთ, მკვლელობა პანკისში  17 იანვარს მოხდა – ოჯახის წევრების თქმით, გაურგაშვილების გვარის წარმომადგენელმა ქავთარაშვილი სოფელ დუისში ე.წ. ხეხილის ტერიტორიაზე დაიბარა, სადაც ცივი იარაღით 16-მდე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. 

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი