ჯანდაცვის ექსპერტები მთავრობაზე: იქცევიან, როგორც ცუდი მოწაფეები - ხვალ-ზეგ გავაკეთებ, მაზეგ მოვიტან

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის ექსპერტები ფიქრობენ, რომ ვაქცინაციის რეალური გეგმა არ არსებობს. ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, ამჯერად მაინც იმოქმედონ დროულად და შემოიტანონ ქვეყანაში პრეპარატი. 

  • "რომ არ იციან რა შემოაქვთ და რა რაოდენობით, ვერც გეგმა გაიწერება. უნდა ვიცოდეთ, სად იქნება ვაქცინაციის პუნქტები, რამდენი ადამიანია გადამზადებული და ა.შ.", - ამბობს სერგო ჩიხლაძე.
  • "იქცევიან, როგორც ცუდი მოწაფეები - ხვალ-ზეგ გავაკეთებ, მაზეგ მოვიტან. 20 000 დოზა წინა ხაზზე მყოფ სამედიცინო პერსონალსაც კი არ ეყოფა", - ამბობს ვახტანგ სურგულაძე.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას, თქმით, "თებერვალში ვაქცინა რომ ფიზიკურად გვქონდეს და პროცესი დაიწყოს, სრულიად რეალისტურია". აგრეთვე ის ფიქრობს, რომ ვაქცინაციისას ამბიციური სამიზნე მაჩვენებელი იქნება მოზრდილი მოსახლეობის 60%.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი