ვისთან ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას, ეს გამოჩნდება – გიორგი ვაშაძე

გამოქვეყნდა:

გიორგი ვაშაძე, გადაცემა "დღის სტუმარში" სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობს და ამბობს, რომ მოლაპარაკებებს, არა მხოლოდ პოლიტიკოსებთან, არამედ მოქალაქეებთანაც აპირებს. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, შესაძლოა "ოცნების" მხარდამჭერებმა პარტიას აღარ უგულშემატკივრონ.

"ვისთან ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას, ეს გამოჩნდება, მაგრამ არ ვაპირებთ მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებთან. პოლიტიკოსებიც და საზოგადოებრივად აქტიური პირები უნდა გავერთიანდეთ, რომ კრიზისიდან გამოვიყვანოთ ქვეყანა. პოსტ–ივანიშვილისეულ პერიოდში... თვითონ დაამთავრა თავისი პერიოდი ივანიშვილმა, თქვა რომ წავედი... ვფიქრობ, რომ ბევრი რესურსი არსებობს, რომ ბევრმა ადამიანმა ვინც ფიქრობდა, რომ ქართულ ოცნებას მის გამო უჭერდა მხარს, ახალი არჩევანი გააკეთონ" – ამბობს "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე, ამბობს, რომ არ ეთანხმება კობახიძის ინიციატივას საგამოძიებო კომისიის შექმნაზე.

"ვთქვით რომ, ხელახალი არჩევნების ნაცვლად რიგგარეშე არჩევნები, რიგგარეშეს ნაცვლად პლებისციტი, პლებისციტის ნაცვლად, 2022 წელს ჩავატაროთო, ახლა 2022–ის ნაცვლად თვითმმართველობას გვთავაზობენ, ყველა ეს საკითხი გავიგეთ მაგრამ, რომც შევთანხმდეთ, ჩვენ "ოცნება" არ გვეთანხმება და შედეგებს ვერ ვიღებთ." – ამბობს გიორგი ვაშაძე

ვაშაძის თქმით, საჭიროა “ოცნებამ” კომპრომისული წინადადებები წამოაყენოს და უკან დაიხიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიციის ნაბიჯები უშედეგოა. 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი