ოპოზიციონერი ფრიდონ ინჯია ოპოზიციას შანტაჟში ადანაშაულებს და "გაქრობას" უწინასწარმეტყველებს

გამოქვეყნდა:

ოპოზიციონერი დეპუტატი ფრიდონ ინჯია ოპოზიციას შანტაჟში ადანაშაულებს და ამბობს, რომ პარტიების ნაწილის განცხადება, თუ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს არ დაინიშნება თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებენ, შანტაჟია.

ინჯია ოპოზიციას "გაქრობასაც" უწინასწარმეტყველებს:

შეიძლება ვიღაცამ ბოიკოტი გამოუცხადოს, მაგალითად რომელიღაცა სოფელმა და იმ პარტიამ, ვისაც 0,5% აქვს. ვნახოთ, ყველაფერს დრო აჩვენებს, მაგრამ ეს არის შანტაჟი სხვადასხვა მეთოდებით. თვითმმართველობის არჩევნები როდის იქნება, ჯერ გამოცხადებული არ არის და ვნახავთ, ვინ დარეგისტრირდება. ვფიქრობ, რომ ბევრი პარტია მიიღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. თუ არ მიიღებენ, ისინი უახლოეს წლებში საერთოდ გაქრებიან“ ამბობს "ევროპელი სოციალისტების" წევრი ინჯია.

შეგახსენებთ, ინჯია რომელიც პარლამენტში "პატრიოტთა ალიანსის" სიით შევიდა და თავის თანაპარტიელებთან ერთად, თავს "ქართული ოცნების" ოპოზიციას უწოდებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი