გიორგი ვაშაძე ცალკეულ შეხვედრებზე უარს ამბობს - პასუხი ელისაშვილს და "გირჩს"

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ოპოზიციის ლიდერებთან ცალკეულ შეხვედრებზე უარს ამბობს და ერთიანი ოპოზიციის "ოცნებისთვის" შეთვაზებულ საკითხებზე ხელისუფლების პასუხს ელოდება, სხვა შემთხვევაში მმართველ პარტიასთან მოლაპარაკეკებებს გამორიცხავს.

"ძალიან ვწუხვარ, რომ მსგავს განცხადებებს აქვს ადგილი ელისაშვილის თუ გირჩის წარმომადგენლების მხრიდან. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ არასწორად მიმაჩნია ოპოზიციის მხრიდან მუდმივად, ახალ ახალი ინიციატივების წამოყენება, როცა არანაირი სიმპტომი არ არსებობს, რომ "ქართული ოცნება" აპირებს რაიმე ტიპის კომპრომატზე წასვლას. მეორე - ასეთი რაღაც შეხვედრა ჟურნალისტების თანდასწრებით, არაფერი დაგეგმილი არ ყოფილა და მესამე - ვფიქრობ, რომ ნებისმიერი წინადადება, თუ ვინმეს აქვს, ჯერ საერთო ოპოზიციურ ფორმატში უნდა იყოს განხილული", - ამბობს გიორგი ვაშაძე 

ელისაშვილისთვის გაუგებარია ვაშაძის მხრიდან უარი შეხვედრაზე და ამბობს, რომ მას შესაძლოა ოპოზიცია აშანტაჟებდეს. 

"წარმოდგენა არ მაქვს რატომ ვერ გვხვდება ვაშაძე, უფრო სწორად, გუშინ ჰქონდა პოზიცია, რომ ეთანხმებოდა იმ ინიციატივასაც, რომელიც გვაქვს ნათქვამი და დღეს შეხვედრა გვქონდა ჩანიშნული და უცბად გადათქვა...მინდა დავიჯერო, რომ მას არ აშანტაჟებენ, უამრავი ჭორია ამასთან დაკავშირებით და ვიცით, რომ წინა ხელისუფლება, პირველ რიგში თანაგუნდელების წინააღმდეგ აგროვებდა კომპრომატებს, ბიძინა ივანიშვილის თანაგუნდელების წინააღმდეგ აგროვებდა, ასეთი ჭრები არის და მინდა, რომ ეს ასე არ იყო", - თქვა ალეკო ელისაშვილმა 

სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები ფიქრობენ, რომ ალეკო ელისაშვილის მეშვეობით "ქართული ოცნება" ცდილობს ბზარი შეიტანოს ოპოზიციურ ერთობაში. 

ალეკო ელისაშვილი და იაგო ხვიჩია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს არ გამორიცხავდნენ და აცხადებდნენ, რომ ამ თემაზე სტრატეგია აღმაშენებელთან კონსულტაციები სურდათ.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი