ბაკურიანში, ბორჯომის მერიამ კერძო ბინებისა და კოტეჯების მფლობელების დაჯარიმება დაიწყო.   თუ ბინის მესაკუთრეები საცხოვრებელს არ დაცლიან ფინანსური სამსახური მათ 2 ათასი ლარით დააჯარიმებს.

ოპოზიციის წარმომადგენლები შერჩევით სამართალზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მთავრობა "ოცნების" შემომწირველებს საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს უხდის, მცირე მეწარმეებს კი სანქციებს უწესებს და შემოსავალს ართმევს.

ოპოზიცია ყურადღებას ამახვილებს მსხვილ სასტუმრო კომპლექსებზე, რომლებიც პანდემიის პირობებში, საკარანტინე ზონებად მოაწყეს და ამაში მილიონები აიღეს.

ოპოზიციის თქმით, ეს არის ხელისუფლებისა და მსხვიილი ბიზნესის კორიფციული გარიგება - მმართველი პარტიის დაფინანსების სანაცვლოდ, ბიზნესმენები იგებენ მაღალშემოსავლიან ტენდერებს და სახელმწიფოსგან მილიონები ერიცხებათ:

"ჩვენ ვხედავთ, რომ კოვიდის მართვის პერიოდში გამოიკვეთა ტენდენცია, რომელიც აჩენს კითხვის ნიშნებს, პირველი უმეტესობა ამ სასტუმროების, რომელიც იქირავეს კარანტინისთვის არის პირდაპირი ხელშეკრულებები ტენდერის გარეშე. მეორე ცალსახად ჩანს გაფორმებული ხელშეკრულებებში, რომ პრიორიტეტი აქვს მინიჭებული იმ კომპანიებს, რომლებიც არიან შემომწირველები", - ამბობს ელენე ხოშტარია 

"ადამიანებს, რომლებიც გარკვეულ შემოსავალს იღებენ მათ ემუქრებიან, რომ თუ სტუმრებს არ გაყრითო, მაშინ დაგაჯარიმებთო. ეს ადამიანები გადაამისამართეს ქართული ოცნების შემომწირველებთან", - თქვა ენმ-ის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა 

"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი, ბესიკ დონაძე ამბობს, რომ კორუფციული სქემა იმ დღიდან ამუშავდა, როდესაც საკარანტინე სივრცეები განთავსდა სასტუმროებში.

21 მარტიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სავალდებულო კარანტინის უზრუნველყოფისათვის 78 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. 

"მთავარის" ინფორმაციით, ბაკურიანში ფინანსური სამსახურის წარმომადგენლები და სამართალდამცველები 2 დღის წინ მივიდნენ და მოქალაქეებს ნაქირავები ბინებისა და კოტეჯების დაცლა მოსთხოვეს. 

ავტორი: საბა ბუაძე

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი