ვაშაძის უარი - ელისაშვილი ვარაუდობს, რომ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს აშანტაჟებენ

გამოქვეყნდა:

ალეკო ელისაშვილს გიორგი ვაშაძის უარზე საკუთარი ვერსია აქვს. იგი არ გამორიცხავს, რომ მას თავად ოპოზიცია აშანტაჟებდეს. 

იაგო ხვიჩიას აზრით, ის რომ "ნაციონალურ მოძრაობას" შესაძლოა რაიმე კომპრომატი ჰქონდეს ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ, "ქართული ოცნების" ნარატივის ნაწილია.

მისი თქმით. მას ამის დამადასტურებელი ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ფიქრობს, რომ ვაშაძის უარი მმართველი გუნდის ამ პოზიციას აძლიერებს. არც ის დაუმალავს, რომ სტრატეგია აღმაშენებელის უარი ინდივიდუალურ შეხვედრაზე, მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

ელისაშვილს და გირჩს მალევე უპასუხა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა. უცხოეთიდან დაბრუნებული ვაშაძე ამბობს, საზღვარგარეთ ყოფნის გამო თვითიზოლაციაშია, კონკრეტული შეხვედრა კი დაგეგმილი არ ყოფილა. მისივე აზრით ქვეყანა პოლიტიკური კრიზისში მმართველმა გუნდა შეიყვანა და ამ ვითარებაში ინიციატივები არა ოპოზიციამ, არამედ ხელისუფლებამ უნდა შესთავაზოს ოპონენტებს.

ოპოზიციური ლიდერები დარწმუნებული არიან, რომ ელისაშვილის სახელით ,,ქართული ოცნება'' ლაპარაკობს და ამ გზით ცდილობს ბზარი შეიტანოს მათ ერთიანობაში.

პოლიტიკური ლიდერები არ გამორიცხავენ, რომ მმართველმა გუნდა საბოლოოდ გადაიბიროს მერყევი ფიგურები, რომლებიც შევლენ პარლამენტში. 

"ქართული ოცნების" მცდელობის მიუხედავად ბზარი შეიტანოს ოპონენტების გეგმებში. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ისინი კვლავ აგრძელებენ ერთობლივ კონსულტაციებს მეხუთე რაუნდამდე. მორიგი შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი