ოკუპირებული აფხაზეთიდან 6-მდე შეიარაღებულმა პირმა საოკუპაციო საზღვარი გადმოკვეთა - ინციდენტი ხურჩაში

გამოქვეყნდა:

6-მდე შეიარაღებულმა პირმა ხურჩა-ნაბაკევის საოკუპაციო ხაზი გადმკვეთა და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, დაახლოებით 500 მეტრის სიღრმეში შემოვიდა. ინციდენტი დღეს საღამოს, კომენდანტის საათის დროს მოხდა.

"მთავარის" ინფორმაციით, შეიარაღებული პირები, სამ ადამიანს მოსდევდნენ, რომლებიც დააკავეს და ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც. სავარაუდო ინფორმაციით, მომხდარი კრიმინალურ გარჩევებს უკავშირდება. 

შემთხვევა იმ საგუშაგოსგან მოშორებით მოხდა, სადაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცდანიშნულების რაზმი დგას.

მომხდარს ჯერჯერობით ოფიციალური უწყებდბი არ ადასტურებენ, თუმცა ცნობილია, რომ შეიარაღებული პირების მხრიდან დევნა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან განხორციელდა.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელშიც გავრცელდა.

დღეს კომენდანტის საათის დაწყებამდე 5 წუთით ადრე რუსმა ოკუპანტებმა საზღვარი გადმოკვეთეს, რადგან იქიდან სამი ქართველი გამოექცათ ესენიც გამოედევნენ და 50 მეტრში დაიჭირეს. სამი გამოქცეულიდან ერთი მამაკაცი საშინლად სცემეს და ისე დააბრუნეს აფხაზეთში.

ამ ყველაფრის თვითმხილველი მაღაზიის გამყიდველია.

შემთხვევიდან 10 წუთში პოლიციელები და სამხედროები მოვიდნენ სოფელი ხურჩის ცენტრალურ ხიდთან სადაც მოხდა ეს ყველაფერი.

ცნობის თანახმად რვა შეიარაღებულმა ოკუპანტმა გადმოკვეთა საზღვარი"- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რა მოხდა საოკუპაციო ხაზთან "მთავარი არხი" დეტალებს შსს-ში არკვევს. ადგილზე მუშაობს ჩვენი გადამღები ჯგუფიც. 

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი