ახალი დეტალები თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში - რამიშვილი ინფორმაციას დღეს გაასაჯაროვებს

გამოქვეყნდა:

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშილის გარდაცვალების საქმეში ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ახალ დეტალებს დღეს, 19 იანვარს გაასაჯაროებს. ინფორმაცია ეხება ადამიანს, რომელიც ბაჩლიაშვილების ოჯახს თავად დაუკავშირდა. მიხეილ რამიშვილის თქმით, პოლიცია ცდილობს ეს პიროვნება დააშინოს და არ მისცეს საშუალება ისაუბროს 23 წლის პროგრამისტის გარდაცალებს მიზეზებზე.

"ეს ეხება პიროვნებას, რომელიც დაუკავშიდა ქალბატონ თეონას, ეს ინფორმაცია არის იმის შემდეგ, რაც ჩვენს მიერ წარდგენილ იქნა საჩივარი და გარკვეული პირები, ეს არიან ძალოვანი სტრუქტურებიდან, იყვნენ ჩასულები და აბსოლუტურად, ძალიან გასაკვირად და როგორც სჩვევიათ სამართალდამცავ ორგანოებს ვიზიტი განახორციელეს. ყველა დაინახავს როგორი სახის ვიზტი და საუბარი იყო ოჯახისწევრებთან", - ამბობს მიხეილ რამიშვილი. 

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი გამოძიების ხელახალ წარმოებას ითხოვს. 

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

გამოძიების ვერსიით, ბაჩალიაშვილის სიკვდილი დიდი რაოდენობით მედიკამენტების მიღებამ გამოიწვია.

17 დეკემბერს გენერალურმა პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა და გამოძიება შეწყვიტა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი