ხელისუფლება დარბევების ახალ სერიას აანონსებს - გახარიას მუქარა და ბოქლომების პერფორმანსი

გამოქვეყნდა:

20 ივნისის და 18 ნოემბრის დარბევების შემდეგ ხელისუფლება ისევ ძალის გამოყენებით იმუქრება . პრემიერ მინისტრი დღეს ოპოზიციას დაემუქრა, რომ თუ პროტესტი ქუჩაში ისევ გაგრძელდება, რობოკოპებს ისევ გამოიყვანს. 

გიორგი გახარიას მუქარას ნაციონალურმა მოძრაობამ ბოქლომების ახალი პერფორმანსით უპასუხა. რომან გოცირიძემ  საკეტი პარლამენტის სხდომათა დარბაზს დაადო, თუმცა 15 წუთში მუშები გამოიძახეს და კოდირებული ბოქლომი ელექტრო ხერხით მოხსნეს. 

ძალის გამოყენებით დღეს კიდევ ერთხელ დაიმუქრნენ არჩილ თალაკვაძე და მამუკა მდინარაძე. უმრავლესობის ლიდერები ამბობენ, რომ პიკეტირების გაგრძელების შემთხვევაში, სპეცრაზმის ქუჩაში ისევ გამოვა.

ოპოზიცია ამბობს რომ გუშინდელი დარბევის მიზანი ხალხის დაშინება იყო, რომ ქუჩაში უსამართლობის გასაპროტესტებლად აღარავინ გამოვიდეს. 

ოფიციალური მოტივით, იმის გამო, რომ ბიუროს სხდომა ვერ ტარდებოდა, ხელისუფლებამ აქცია დაარბია, თუმცა "ოცნებას" ბიუროს გასვლითი სხდომის ჩატარებაც შეეძლო. 

​20 ივნისის სისხლიანი მოვლენებისგან განსხვავებით, 18 ნოემბერს ხელისუფლებამ კანონით გაწერილი პუნქტები შეასრულა აქციის მონაწილეები ჯერ გააფრთხილა და მათ წინააღმდეგ მხოლოდ წყლის ჭავლი და ცოცხალი ძალა გამოიყენა. სპეცრაზმს ტყვიები და მხუთავი აირის კაფსულები არ უსვრია, თუმცა არასამთავრობო სექტორს დარჩა განცდა, რომ ეს ყველაფერი ძალის დემონსტრირებისთვის გაკეთდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი