"ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება არ გადაიდება და საპარლამენტო არჩევნები დათქმულ დროს ჩატარდება

გამოქვეყნდა:

ქვეყანაში გამოცახდებული საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი, პოლიტიკურ დღის წესრიგს ცვლის, თუმცა მმართველი პარტია აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება საფრთხის წინაშე არ დადაგება.

ირაკლი კობახიძის განცხaდებით, დღის წესრიგში ამ ეტაპზე არ დაგს, არჩევნების გადადების საკითხი.

ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ოპოზიციის წარმომადგენლებთან და შევჯერდით ყველაზე მჭიდრო ვადებზე, რა ვადებშიც არის შესაძლებელი კონსტიტუციური კანონის მიღება, ეს არის, დაახლოებით, 2-კვირიანი ვადა, როგორც კი ამოიწურება საგანგებო მდგომარეობა. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მალე დასრულდება შესაბამისი მოცემულობა და გვექნება საშუალება ოპოზიციასთან ერთად კენჭი ვუყაროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ სტანდარტულ ვადებში ჩავატაროთ არჩევნები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე იმედოვნებს, რომ არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს.

ეს ჩვენზე არაა დამოკიდებული, კონსტიტუციაში მითითებულია, რომ არჩევნების ტარდება საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან არა უადრეს 45 და არაუგვიანეს 60 დღისა. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრობლემა უფრო ადრე ამოიწურება და ჩვენ შევძლებთ სტანდარტულ ვადებში ჩატარებას“, - აღნიშნა კობახიძემ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი