
პარტია "მოქალაქეების" წევრის, ლევან იოსელიანის თქმით, ვერავინ შეძლებს ისინი გარიყონ ოპოზიციის რიგებიდან. მანს მსგავსი ტიპის განცხადებებში "ევროპოული საქართველოს" ორი ლიდერი, გიგი უგულავა და გიგა ბოკერია დაადანაშაულა.
"ვერავინ ვერ შეძლებს, რომ გაგვრიყოს ოპოზიციიდან, ოპოზიციის რიგებიდან გაგვრიცხოს, მითუმეტეს ის ხალხი, რომელსაც არც მანდატი აქვს და არც მხარდაჭერა. განცხადებებს გადახედეთ, ვინც გამოდიან, ძირითადად ეს არიან ევროპული საქართველოს ლიდერები, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ აღარ ვართ ოპოზიცის წერვი, ჩვენ ვართ ქართული ოცნების დანამატი", - თქვა ლევან იოსელიანმა.
მისი თქმით, მსგავსი შეფასება "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებისგან არ მოუსმენია და ნიკა მელია ბევრისგან განსხვავებით ჯანსაღად მოაზროვნეა.
"მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ფიქრობს, რომ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს ოპოზიცია აშანტაჟებს. მისი ვერსიით, სწორედ ეს შეიძლება იყოს ინდივიდუალურ შეხვედრებზე მისი უარის მიზეზი.
"ევროპული საქართველოდან" დღეს ამ განცხადებას ლევან თარხნიშვილმა უპასუხა და თქვა, რომ ელისაშვილისგან მას შემდეგ რაც მან ორი კობახიძე აღმოაჩინა, არაფერი აღარ უკვირთ.