ეკონომიკური საქმიანობის შეჩერების შემდეგ დაბნეულობაა სამშნებელო კომპანიებში. დეველოპერების უმრაველობამ პრემიერის განკარგულების შემდეგ მუშაობა შეაჩერა, თუმცა, დღეს ცნობილი ხდება, რომ კანონით, მშენებლობა აკრძალული არ არის.
თბილისის მერი ამბობს, რომ სამშენებლო ობიქტეზე დასაქმებულებს, მუშაობის უფლება მხოლოდ უსაფრთხოების ნორმების დაცვით და სპეციალური აღჭურვილობით ექნებათ. ამ განმარტებამდე კი სამშნებლო კომპანიების დიდმა ნაწილმა, სამუშაოები უკვე შეაჩერა.
კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა გააგრძელონ სამშენებლო სამუშაოები, რა თქმა უნდა, უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო, უნდა იყოს გათვალისწინებული ჰიგიენური და უსაფრთხოების წესები, თავისი პირბადეებით, სადეზინფექციო ხსნარებით და ა.შ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ექნებათ სამუშაოების გაგრძელების შესაძლებლობა", – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მასშტაბით სამშენებლო კომპანიების დიდმა ნაწილმა მუშაობა შეაჩერა, თუმცა, ნაწილი მუშაობას აგრძელებს. ასევე, დაცული არ არის ჰიგიენის ნორმები.
მერიასთან გავიარეთ კონსულტაცია და გვითხრეს, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ“, – ამბობს ერთ–ერთი სამშენებლო კომპანიის თანამშრომელი.
ოპოზიციაში კი ბიზნეს ჯგუფების ინტერესების დაცვაზე საუბრობენ. დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ თავად მერი არის დაინტერესებული მშენებლობით და მის შეჩერებას არ დაუშვებს.