პარტია "მოქალაქეების" ლიდერისთვის, ალეკო ელისაშვილისთვის ისევ გაუგებარია, რატომ შეცვალა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ინდივიდუალურ კონსულტაციაზე თანხმობა უარით. მისი თქმით, ფაქტია, რომ ვაშაძეს რაღცის შეეშინდა, თუმცა რა კომპრომატებით შეიძლება აშანტაჟებდნენ მას, ამაზე არ საუბრობს.
"წვალობენ ისინი, ვისაც რამე ნაბიჯის გადადგმის ეშინია და არის დამოკდიებული ამ პარტიაზე, იმ პარტიაზე, ფიქრობს, რომ ეს რო გავაკეთო იმან არ გამლანძღოს. ჩვენ გადაწყვეტილებებში ვარც თავისუფლები, ჩვენ არც ბოკერიას ვეკითხებით, არც სააკაშვილს და ივანიშვილის, მგონი ვეღარც შევეკითხებით აღარსად აღარ არის, ყოველ შემთხვევაში არ ვიცით სადაა. აგერ ვაშაძეს შეეშინდა, ერთ დღეში შეცვალა გადაწყვეტილება", - თქვა ალეკო ელისაშვილმა.
"გირჩის განაყოფის" წევრის, იაგო ხვიჩიას თქმით, ვაშაძესთან შეხვედრა არ შედგა, რადგან ვაშაძემ თქვა, რომ ინდივიდუალური შეხვედრები არაა საჭირო, თუმცა რატომ, მისთვის უცნობია.
"ჩვენი მიზანია წავიდეთ კონსესუსისკენ, რომ მაქსიმალური გამოვტაცოთ ხელისუფლებას, მაქსიმალური ჩემი აზრით, არის პროპორციული არჩევნები ბუნერბივი ბარიერით, რომლისთვისაც მართლაც ვიბრძოდით, სხვებისთვის არის სხვა რამე, მე არც მათი წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ჩემი მიზანი კონსესუსი არ გამოდის", - თქვა იაგო ხვიჩიამ.
"სტრატეგია აღმაშენებლი" საპასუხოდ ამბობს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს ინდივიდუალურ შეხვედრაზე აურის თქმით, რადგან ალეკო ელისაშვილი ჭორებს ავრცელებს და მისი გამონათქვამები არასერიოზულია.