როგორია სასულიერო პირების დამოკიდებულება კორონავირუსის ვაქცინაციაზე - ეს იყო ერთ ერთი მთავარი კითხვა დღევანდელი წირვის შემდეგ, რომელიც მღვდელმთავრების მიმართ ისმოდა. ამ კითხვას მედიასთან დღეს არ უპასუხა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა, რომელმაც ქადაგებაზე თქვა, რომ ნათლისღება იქნება ერთერთი უმთავრესი, რომელიც შეიტანს გარდატეხას პანდემიის დამარცხებაში.
"მინდა მოგიწოდოთ ყველას, ნუ აყვებით ჭორებს, დავიცადოთ სანამ გამოჩნდება ეს ვაქცინა, ფიზიკურად ჯერ ეს ვაქცინა არ არის, ჩვენამდე არ მოუღწევია, აი რომ მოაღწევს და დადგება საკითხი გავიკეთოთ თუ არ გავიკეთოთ, მაშინ დავსვათ ის კითხვები რაც ჩვენ ყველას გვაინტერესებს, დავუსვათ ეს კითხვები ექიმებს", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.
მისი თქმით, კორონავირუსთან და ვაქცინასთან დაკავშირებით ცვლილებები მუდმივად ხდება.
"დღევანდელი ნაკურთხი წყალი წაიღეთ ხალხო სახლში, ასუხერთ, დალიეთ და არ მოგეკარებათ ავადმყოფობა თუ გჯერათ და თუ არ გჯერათ, ნუ რა ვქნათ, დაიჯერებთ", - თქვა მან.
რაც შეეხება ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილს, მან ქადაგებაზე თქვა, რომ პანდემიასთან ბძოლის საუკეთესო საშუალება სწორედ ვაქცინაციაა.
"ეპიდემიის და პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია, ასე რომ, მე მინდა გითხრათ, რომ მთელი საუკუნეების გამოცდილებით, ყველაზე ეფექტური საშუალება არის ვაქცინაცია, ამაზე უკეთესი შესაძლებლობა არ არსებობს", - თქვა მეუფე დიმიტრიმ.
შეგახსენებთ, რომ დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს.
ავტორი: საბა ბუაძე.