მემუქრებოდნენ, ციხეში ჩასმას მპირდებოდნენ - გოგოს, რომელსაც ბაჩალიაშვილი საფრთხეზე წერდა, "მთავარმა" მიაკვლია

გამოქვეყნდა:

გარდაცვლილი პორგრამისტის ოაჯხი ადვოკატის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ვანში მცხოვრებმა მეგობარმა, მათ სატელეფონო მიმოწერის შესახებ აცნობა, მასთან ადგილობირი პოლიციის და პროკურატურის წარმომადგნლები მიდიან და გაჩუმებას ურჩვენ

მიმოწერა, თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატს, გარდაცვლილი გოგონას მეგობარმა მიაწოდა, სადაც თამარი მას აფრთხილებს, რომ შესაძლოა რამე მოუვიდეს და სთხოვს, მიხედოს დედას.

ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ის სარჩელს დაურთო და გამოძიების დაწყება მოითხოვა, მისი თქმით, როგორც ჩანს სამართალდამცავი სტრუქტურები ფაქტით დაინტერესდნენ, მოიძიეს პირი, საქმის ერთ ერთი მოწმე, მივიდნენ მასთან სალხში დააშანტაჟს და დაემუქრნენ. 

"ამ პიროვნებაზე როგორც შეგვატყობინეს ძალოვანი სტრუქტურებიდან მხრიდან, რომელიც ჩავიდნენ, გარკევული შანტაჟი და გარკვეულ დამუქრებას და დაშინებას აქვს ადგილი. და მინდა, რომ საზოგადოებამ და ხალმხა გაიგოს თუ რასთან გვაქვს საქმე, რა ფორმის ვიზიტს, რა საუბარს და როგორ დამოკიდებულებას აქვს ადგილი. საერთოდ ეს არის არა გამოძიება, არამედ ტერორი", - ამბობს მიხეილ რამიშვილი. 

ადვოკატის თქმით, უფრო მეტ დეტალს მოწმისა და პოლიციელების საუბრის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე, მოგვაინებით გაასაჯაროვებს. მანამდე კი, ოჯახიც და ადვოკატიც მოუწოდებენ სამართალდამცავ უწყებებს ახალი გარემოების საფუძველზე დაიწყონ გამოძიება. 

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

გამოძიების ვერსიით, ბაჩალიაშვილის სიკვდილი დიდი რაოდენობით მედიკამენტების მიღებამ გამოიწვია.

17 დეკემბერს გენერალურმა პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა და გამოძიება შეწყვიტა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი