მოგიწოდებთ, ნუ აყვებით ჭორებს, დავიცადოთ სანამ ვაქცინა გამოჩნდება - მეუფე ნიკოლოზი

გამოქვეყნდა:

კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ მეუფე ნიკოლოზი ყველას მოუწოდებს, რომ კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით ჭორებს ნუ აყვებიან და მოიცადონ მანამ, სანამ ის ჩვენ ქვეყანაში რეალურად არ გამოჩნდება. მისივე განცხადებით, ამ თემაზე კითხვები ექიმებს უნდა დაუსვან.

"მინდა მოგიწოდოთ ყველას, ნუ აყვებით ჭორებს, დავიცადოთ სანამ გამოჩნდება ეს ვაქცინა, ფიზიკურად ჯერ ეს ვაქცინა არ არის, ჩვენამდე არ მოუღწევია, აი რომ მოაღწევს და დადგება საკითხი გავიკეთოთ თუ არ გავიკეთოთ, მაშინ დავსვათ ის კითხვები რაც ჩვენ ყველას გვაინტერესებს, დავუსვათ ეს კითხვები ექიმებს", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა. 

მისი თქმით, კორონავირუსთან და ვაქცინასთან დაკავშირებით ცვლილებები მუდმივად ხდება. მიტროპოლიტმა ამ თემაზე ნათლისღების დღესასწაულის წირვის შემდეგ ისაუბრა.

"დღევანდელი ნაკურთხი წყალი წაიღეთ ხალხო სახლში, ასხურეთ, დალიეთ და არ მოგეკარებათ ავადმყოფობა, თუ გჯერათ და თუ არ გჯერათ, ნუ, რა ვქნათ - დაიჯერებთ", - თქვა მან. 

რაც შეეხება ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ ტიმიტრის, მან ქადაგებაზე პირდაპირ თქვა, რომ პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ვაქცინაციაა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი