"იგივეა ფერადკანიანს დააბრალო kkk-ს წევრობა" - ჯაფარიძე თაკო ჩარკვიანს პასუხობს 

გამოქვეყნდა:

თაკო ჩარკვიანის ბრალდებას გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე პასუხობს და წერს, რომ ბიბლიურ თავისუფლებას არანაირი კავშირი რომელიმე სახელმწიფო უწყებასთან არ აქვს და პირიქით, ეს ორგანიზაცია სახელმწიფოსა და საპატრიარქოს მხრიდან წლების განმავლობაში, თავდასხმების ობიექტი იყო

- არანაირ საბუთს რომელიმე სახელმწიფო სტეუქტურისგან ბიბლიური თავისუფლება არ იღებს. ერთხელ გაიარა რეგისტრაცია და მანდ დამთავრდა ‘საბუთის აღება’

- ბიბლიური თავისუფლება წლების განმავლობაში იყო საპატრიარქოს და ხელისუფლების ერთობლივი თავდასხმების ობიექტი. მარტო სესიაშვილს და ღარიბაშვილს აქვთ რამდენიმე ასეთი შეტევა განხორციელებული, თუმცა უშედეგოდ

- ბიბლიური თავისუფლების გამო დააბრალო ვინმეს სუს-თან თანამშრომლობა, იგივეა ფერადკანიანს დააბრალო kkk-ს წევრობა" წერს ზურა ჯაფარიძე.

"სტრატეგია აღმაშენებლის' წევრმა თაკო ჩარკვიანმა "მთავარი არხის" ეთერში, იაგო ხვიჩიასთან დებატების დრო დღეს განაცხადა, რომ საბუთი, რომელიც ახალგაზრდებს ჯარიდან ათავისუფლებს სუს-ის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია გაიცეს. შესაბამისად, ჩარკვიანმა "ბიბლიური თავსუფლება" სუს-თან თანამშრომლობაში დაადანაშაულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი