COVID 19 ფულით გადადის - ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების უკვე მესამე შემთხვევა ფიქსირდება, სადაც გავრცელების პირველ წყარო სწორედ ნაღდი ფულია.
ახალი კორონავირუსი დაუდგინდა ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს, რომლებიც ეროვნული ბანკის ფულის საცავში მუშაობდნენ და შეხება ჰქონდათ დიდი ოდენობით ნაღდ ფულთან.
ეროვნული ბანკის 7 თანამშრომლის, ფულით ინფიცირების შემდეგ, მაშტაბური დეზინფექცია ჩატარდა საცავებში, იქ, სადაც ასობით მილიონობით ლარი და დოლარი ინახება. ახალი კორონავირუსის გავრელების შემდეგ ქვეყნის ცენტრალური ბანკი, მიმოქცევიდან ფულს პერიოდულად იღებდა და ორკვირიან კარანტინში ანთავსებდა. თუმცა აღმოჩნდა რომ ეს საკმარისი არ არის. ფულის საცავის თანამშრომელი ახლა საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს, მისი ინფიირების ერთადერთ წყაროდ სწორედ ნაღდი ფული განიხილება.
ვერსიას, რომ ინფიცირების პირველ წყარო ფულია, ამყარებს ის გარემობაც, რომ ეროვნული ბანკის ინფიცირებული თანამშრომლები რამდენიმე დღის განმავლობაში ერთ ცვლაში და ყაზარმულ რეჟიმში მუშაობდნენ, ანუ შეხება გარეშე პირებთან არ უნდა ჰქონოდათ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან განსხვავებით, ფულს ინფიცირების წყაროდ მიიჩნევს საქართველოს ეროვნული ბანკიც. კორონავირუსი ქაღალდის ფულზე აირწვეთონავი გზით გადადის და სიცოცხლის უნარიანობას რამდენიმე დღის განმავლობაში ინარჩუნებს, ფულთან შეხების შემდეგ კი ვურსი ჯერ ხელზე და შემდეგ ორგანიზმში ხვდება.
კიდევ უფრო დიდხანს ძლებს კორონავირუსი ხურდა ფულზე, ანუ მეტალის ზედაპირზე. ხელთათმანები და პირბადეები კი თავდაცვის ერთადერთი ზღუდეა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ნაღდ ფულთან შეხება ყოველწუთიერად უწევთ. ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები ფული გარეცხვას სადეზინეფქციო ხსნარებით ცდილობენ.
ყველაზე დაცველები ახლა ე.წ. სტაიანშიკები არიან, რომელთა არსებობას თბილისის მერი ისევ არ აღირებს ამბობს, რომ მათ ქუჩაში ვერ ხედავს.
ფულით პირველად საქართელოში მესაფლავე დაინფიცირდა, როემლსაც მომსახურების ანაზღაურება სასაფლაოზე კომპანია „გეფას“ ინფიცირებულმა დირექტორმა გადაუხადა. მეორე ლომბრდის მოლარეა თერჯოლადან, რომელიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაინფიცირდა. ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელი ფულით დაინფიცირების მესამე შემთხვევაა ქვეყანაში.