პოლიტიკურად გაკოტრებული ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რეიტინგის ფსკერზე - IRI-ს კვლევით, ივანიშვილი ხელისუფლებაში ვეღარ დარჩება

გამოქვეყნდა:

IRI- ს კვლევის შედეგი ოცნებისთვის საბოლოო პოლიტიკური განაჩენი აღმოჩნდა. "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის პარტიას თავისი შიდა კვლევით იმდენად დრამატული შედეგი ჰქონდა, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინისტიტუტის გამოკითხვის რეზულტატი - მმართველობის მერვე წელს, 23%-იანი მხარდაჭერა აღარ გაუპროტესტებია. თუმცა, სწორედ ეს ციფრები აღმოჩნდა ივანიშვილისთვის საუკუნის ტყუილის მიზეზი.

როგორც ოცნების ოპონენტები ამბობენ, ძალაუფლების შესანარჩუნებლად მან ყველა მოატყუა და "მაჟორიტარების ამბოხი" გამოიგონა. 

ამ კვლევის შემდეგ ოპოზიციას შეკითხვები აღარ აქვს და ამბობენ, რომ ოლიგარქი ვაბანკზე დაბალი რეიტინგის გამო წავიდა და პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ამიტომ ჩააგდო.

გიგი უგულავა პერსონალურ რეიტინგებზეც საუბრობს და ამბობს, ივანიშვილის კარზე ახლა ყველზე მძიმე მდგომარეობაში კახა კალაძე იქნება, რომელსაც IRI-ს კვლევით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. 

კვლევამ ისიც აჩვენა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ საზოგადოების იმედაგცრუება და ნეგატივი მატულობს.

ამ პარამეტრით მას მხოლოდ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უსწრებს, რომელსაც პოლიტიკოსებს შორის  ყველაზე დიდი ნეგატივი აქვს. ის გამოკითხულთა 70%-ს არ მოსწონს, ივანიშვილით უკმაყოფილო კი 57%-ია.

რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევაში პირველად მოხვდნენ ნინო ბურჯანაძე და ახლადშექმნილი ორგანიზაცია "ლელო".

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, რომელიც ზოგადად NDI-სა და IRI-ს კვლევებს არ ენდობა ამბობს, რომ ამჯერად მისი რეიტინგი სასიამოვნო სიურპრიზია.

"ლელოს" წევრებიც და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეც ამტკიცებენ, რომ პროპორციული სისტემის და მრავალპარტიული პარლამენტის ბედი სწორედ ამ ციფრებმა და ოცნების დაბალმა რეიტინგმა გადაწყვიტა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი