გელათში შექმნილი მდგომარეობა ისევ საგანგაშოა. უნიკალური ფრესკები მნიშვნელოვნად არის დაზიანებული, კედლებიდან მხატვრობის ფრაგმენტები ცვივა.
გელათში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამოსწორებისთვის აუცილებელია ერთიანი პროგრამა და პროექტი, რაც ხელისუფლებას არ გააჩნია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელძღვანელი მიიჩნევს, რომ პროცესში საერთაშორისო ძეგლთადაცვითი ორგანიზაციები უნდა ჩაერთონ.
"ეს იყო შეცდომების მთელი კასკადი, შემსრულებელი ორგანიზაცია მზად არ აღმოჩნდა, ამის გარდა, თვითონაც არ ჰქონდათ გააზრებული, რას აკეთებდნენ, ამიტომაც უკვე ვართ ჩიხში - ქართული რესურსი ამოწურულია და უცხოელი კოეგების დახმარების გარეშე აქედან გამოსვლა შეუძლებელია", - ამბობს ნიკა ვაჩეიშვილი.
კულტურული მემკვდირეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, გელათში ტაძარზე დროებითი გადახურვის ხარვეზების აღმოფხვრა კომპანია "ბაგინეთი +"-ს გადააბარა.
ის კომპანიები კი ვინც გელათის რეაბილიტაციაზე მუშაობდნენ - "ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი" და "იკორთა 2007" - პროცესს ჩამოაშორა და 12 000 - 12 000 ლარით დააჯარიმა.