15-დე ბიზნესასოციაციის წარმომადგენელი ხელისუფლებას მიმართავს და შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, ხელისუფლებას კონკრეტული გეგმის შემუშავებას სთხოვს. ისინი ამბობენ, რომ ასეთი გეგმა ჯერ არ არსებობს.
ხელმოწერით დადასტურებული მოთხოვნები ბიზნესმენებმა დღეს გაუგზავნეს ხელიუფლებას.
"ეკონომიკა არ არსებობს საერთოდ და თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, მთლიანად ქვეყანა გახდეს დახურული. ხელისუფლება ვალდებულია, ჩვენთან კომუნიკაციაში ეძებოს გამოსავალი", - ამბობენ მიმართვის ხელისმომწერები.
ცნობილია, რომ ხელისუფლებასა და ბიზნესმენებს შორის მოლაპარაკება დღესაცაა დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები, რომელიც 16 იანვარს უნდა მოხსნილიყო, მთავრობამ სრულად გაახანგრძლივა 1 თებერვლამდე. ფაქტობრივი "ლოქდაუნი" კი ქვეყანაში 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებს.
ნინო ღვედაშვილი