ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი საქართველოსგან ოქონის ხატ-ტრიპტიკონის გადაცემას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ქართული მხარისგან იმ ხატის გადაცემას მოითხოვს, რომელიც გორის მფარველად მიიჩნევა. საუბარია ოქონის ისტორიულ ხატ-ტრიპტიკონზე.

გორისა და ატენის ეპარქიაში ამ თემაზე განცხადება ცოტა ხნის წინ გაკეთდა, მღვდელი გიორგი კარელიძე ამბობს, რომ ოქონის ხატი ქვეყნის ისტორიული მემკვიდრეობაა და ის რეგიონის მფარველად მიიჩნევა.

ისტორიკოსების თქმით, ტრიპტიკონი საქართველოში ბაგრატ IV-ის მეუღლემ, დედოფალმა ელენემ, ბიზანტიიდან მზითვად ჩამოიტანა, მე-12 საუკუნეში კი თამარ მეფემ გორში ოქონის ტაძარი ააშენა და იქ დააბრძანა. ოქონის ტრიპტიკონი მე-12 საუკუნიდან გორის მფარველ ხატად ითვლება.

საქართველოს გასაბჭოების პერიოდში მან ცხინვალის მუზეუმში გადაინაცვლა, შემდეგ კი დაიკარგა. 2001 წესლ ხატი კრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს, სადაც რუსეთის მოქალაქე მას 2 მილიონ დოლარად ყიდდა, მაშინდელმა ხელისუფლებამ ხატი საქართველოში დააბრუნა.

ჟენევის ფორმატით გამართულ ბოლო მოლაპარაკებაზე დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლემა მურად ჯიოევმა თქვა, რომ მათ ხატის ცხინვალში დაბრუნება სურთ. მან ეს წინადადება იმ დროს წამოაყენა, როცა ქართული მხარე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვდა.

"სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ დააყენა საკითხი სამხრეთ ოსეთისთვის ხატი-ტრიპტიკონის დაბრუნების შესახებ. ის საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდაა შენახული, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ კრიპტიკონის დაბრუნება იქნებოდა მართალია პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისთვის, რომ სახმრეთ ოსეთის ხალხს ნდობა გასჩენოდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან", - თქვა მან. 

მისი თქმით, ეს წმინდათ ჰუმანიტარული საკითხიდა და მზად არიან ამ თემაზე მანამდე ისაუბრონ, სანამ ქართულ მხარე ხატს არ დააბრუნებს. ისტორიკოსი, ელდარ მამისთვალაშვილი, ამბობს, რომ პარადოქსია, რადგან რა შუაშია ამ ხატთან სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი გაუგებარია.

"ეს ხატი არის ერთიანი ქართული კულტურის და სულიერების ნიმუში და ეს არის ჩვენი, ერთიანი სახელმწიფოს საკუთრება. მე-19 საუკუნემდე ინახებოდა აქ, სამწუხაროა, რომ ცხინვალის მუზეუმიდან გაქრა და ამის მიზეზი იყო ფული, იქნა გაყიდული", - თქვა მამა გიორგიმ.

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ჯიოევს პირდაპირ არ უთქვამს, რომ ხატის გადაცემის სანაცვლოდ ისინი უკანონო პატიმრებს გაათავისუფლებენ, თუმცა ეს იყო მინიშნება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი