პროკურატურის ცნობით, კარტოგრაფების საქმეში ახალი აუდიო–ვიდეო მტკიცებულებები არსებობს და გაასაჯაროვებენ, იმის დასამკტიცებლად, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მარტო არ მოქმედებდნენ.
ივერი მელაშვილის მეუღლეს თამარ სულაძეს აქვს ეჭვი, რომ პროკურატურა მონტაჟის გზით შეთხზულ მასალებს გაასაჯაროებს.
"აზრზე არ ვარ რაზე არის ლაპარაკი, ვინ აძლევდა და რა დავალებებს, არც ადვოკმატებმა არ იციან, მათთვის არ უჩვენებიათ ეს, ვნახავთ რომ გაასაჯაროვებენ, თუ ნამდვილი იქნება. იმაშიც ეჭვი მეპარება, რომ რაიმე მონტაჟი და რაღაც საშინელება შეთხზან და ის მოგვასმენინონ. ჩემს ქმარს სამსახურიც რომ დაეტოვებინა, არ გააკეთებდა ისეთ რამეს, რაც ქვეყანას დააზარალებდა, იმიტომ რომ სულ ამაზე ზრუნავდა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კარგი გაეკეთებინა, თავიდანვე ვამბობდი, რომ მათ არაფერს არ ერჩოდნენ რადგან ესენი არ არიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, უბრალოდ უნდოდათ ზემდგომებზე გასვლა, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის წევრები იყვნენ, ალბათ ეს ხდებოდა" – ამბობს ივერი მელაშვილის მეუღლე თამარ სულაძე
ოპოზიციაში ამბობენ, რომ პროკურატურა გადავიდა ბიძინა ივანიშვილის ანდერძის შესრულებაზე და იწყებს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების დევნას. ამასთან ზიანდება აზერბაიჯანთან ურთიერთობაც.
პროოკურატურამ დღეს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას "ბრალი დაუზუსტა" – რომლის თანახმად კარტოგრაფებმა ქვეყნის საზიანო ქმედება წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანთა მითითებით ჩაიდინეს.