"ბრალის დაზუსტება" წინა ხელისუფლების კვალზე გასვლის მორიგი მცდელობა აღმოჩნდა - კარტოგრაფების საქმე

გამოქვეყნდა:

დავითგარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფებისთვის ბრალის დაზუსტება, რაც პროკურატურამ დღეს გააკეთა, წინა ხელისუფლების კვალზე გასვლის მორგი მცდელობაა. "დაზუსტებულ" ბრალში აღნიშნულია, რომ კარტოგრაფებმა ქვეყნის საზიანო ქმედება წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანთა მითითებით ჩაიდინეს. 

შეგახსენებთ, პოლიტიკიდან ფორმალურად წასვლამდე კი ივანიშვილმა საგამძიებო უწყებას პირდაპირ დაავალა, რომ კვალი სწორედ ყოფილი ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებამდე უნდა მისულიყო. 
 

ფარულ ვიდეო-აუდიო მასალაზე მოტივზე ყველაფერია აღაწერილი და ამას მალე საზოგადეობეას წარვუდგენთ, - აცხადებს ბრალდების მხარე.

13 იანვარს ცნობილი გახდა, რომ კარტოგრაფების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილთან მიმართებით პროკურატურამ გამოძიება დაასრულა და საქმის განხილვა სასამართლოში გაგრძელდება. პროკურატურა ამბობს, რომ მათი ბრალეულობა საკმაოდ მაღალი მტკიცებულებათა სტანდარტით არის დადასტურებული.

შეგახსენებთ, რომ კარტოგრაფები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა კვლავ პატიმრობაში რჩებიან. მოსამართლემ არ გაითვალისწინა 200-ზე მეტია ადამიანის თხოვნა მათი თავდებობის შესახებ და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ადვოკატები მეორე ინსტანციაში გაასაჩივრებენ, წინასასამართლო სხდომა კი 28 იანვარს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს მაშინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ილიჩოვა სიგელით დააჯილდოვა და საზღვრს დაცვის წარმატებით შესრულება მიულოცა2019 წელს კი მაშინდელამ შინაგან საქმეთა მინსიტრმა, გიორგი გახარიამ, ილიჩოვა ღირების ორდენით დააჯილდოვა. 

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები 7 ოქტომბერს დააკავესპროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს. დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველინაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი