კიდევ ერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება - საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და უკრაინის ორი მოქალაქე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.
შეგახსენებთ, ისინი 28 ნოემბერს შავ ზღვაში დააკავეს. გამოძიება მათ საზღვრის ჯგუფურად უკანონო გადმოკვეთას ედავება.
დღევანდელ სასამართლოზე დაცვა აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
ადვოკატი მოსამართლის გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
ამავე თემაზე: