საიას შეფასება სტრასბურგის დღევანდელ სხდომაზე -"საქართველო რუსეთის წინააღმდეგ"

გამოქვეყნდა:

დღეს სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება, თუკი, საქართველოს სასარგებლოდ იქნება, მაშინ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მოსახლეობის ინდივიდუალური საჩივრების განხილვა დაიწყება. დაზარალებული ადამიანები უკვე 12 წელია სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეზე ოკუპანტი სახელმწიფოს დამარცხებას ელოდებიან.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 350 ადმიანის ისტორია, 53 საჩივარში გააერთიანა. საჩივრები კი, ძირითადად სიცოცხლის უფლების დარღვევას, წამებას, მონურ შრომასა და პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების ხელყოფას ეხება.

 "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" - საიას შეფასება 

"აღნიშნული გადაწყვეტილება პირველ რიგში მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან აღნიშნული გადაწყვეტილების ფარგლებში სასამართლოს მოუწევს იმსჯელოს ძალიან მნიშვნელოვან ფაქტებზე და გარემოებებზე, მათ შორის რამდენად ახორციელებს რუსეთის ფედერაცია სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ეფექტიან კონტროლს. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასმართლოში უშუალოდ ინდივიდებსაც აქვთ საჩივრები შეტანილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა ამ საქმეებზეც საკმაოდ დიდ გავლენას იქონიებს სახემწიფოთაშორისი საჩივარი და ამ საჩივრის ფარგლებში სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები", - ამბობს "საია"-ს საერთაშორისო სასამართლოებში წარმომადგენლობის გუნდის ხელმძღვანელი,
ნინო ჯომარჯიძე. 

აქვე გეტყვით, რომ "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ'' - 2008 წლის აგვისტოს ომის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო დღეს საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. განხილვა თბილისის დროით 2 საათზე დაიწყება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი