
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და პოლიტ-პატიმრების გათავისუფლება - ამ მოთხოვნებით არასამთავრობო ორგანიზაცია "დაიცავი არჩევანი" დღეს, 21 იანვარს დასავლეთ საქართველოს მიმართულებუით ორდღიან აქცია-მსვლელობას იწყებს.
"ეს არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი მარში, ჩვენმა ორგანიზაციამ პირველი მარში გააკეთა კახეთში, ახლა დასვლეთ საქართველოში მივდივართ, შევივლით ყველა დიდ ქალაქში, გავაპროტესტებთ პოლიტპატიმრების არებობას და მოვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს", - ამბობს ორგანიზაციის წევრი, გიორგი შარვაშიძე.
დემონსტრანტები უკვე გავიდნენ თბილისიდან და ზუგდიდისკენ მიემართებიან. დასავლეთ საქართველოს ყველა დიდ ქალაქს "თავისუფლების მარშით” შემოივლიან. პირველი გაჩერება იმერეთია, ამის შემდეგ კი სამეგრელოსა და აჭარაში გადაინაცვლებენ.