ბოჭორიშვილის კლინიკაში შეყვანილი პაციენტებისნ ორს ახალი კორონავირუსის ინფექცია შიდა გადაცემის შედეგად გადაედო.
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში მყოფი 9 პაციენტიდან სწორედ ორის დაინფიცირების წყარო უცნობია.
დღეის მდგომარეობით, კლინიკაში მკურნალობს 18 პაციენტი. აქედან დადასტურებულია 9 პაციენტი. დღეს დაემატა ორი ახალი დადასტურებული პაციენტი, ორივე პაციენტი არის ქვეყანაში შიდა გავრცელების შედეგი. ამ ორი ახალი პაციენტიდან რუსთავიდან არც ერთი არ არის გადმოყვანილი, თუმცა ამ წუთისთვის, საბოლოოდ მათი გადადების წყარო შესწავლილი არ არის", – აცხადებს მაკა სოლოღაშვილი.
საქართველოში კი ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პირების რაოდენობა 148–მდე გაიზარდა. მათი ნაწილი ინფექციურ საავადმყოფოში შეიყვანეს.
როგორც მარინა ეზუგბაია აცხადებს, მათთან რუსთავში დაინფიცირებული არცერთი პაციენტი არ მკურნალობს. მათთან დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან ორი პაციენტი შეიყვანეს, რომელთა დაინფიცირების წყარო ცნობილია.
დილის მონაცემებით 148 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, პაციენტები დღის მეორე ნახევარში დაგვემატნენ, ისე მთელი დღე-ღამის განმავლობაში 18 დადასტურებული შემთხვევა გამოვიდა. ამ შემთხვევებიდან 2 დადასტურებული შემთხვევა ჩვენს ცენტრშია, ამ ეტაპზე ჩვენთან 40 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს, დანარჩენი დადასტურებული შემთხვევები კოვიდის მიმღებ დანარჩენ დაწესებულებაში არიან გადანაწილებული. ახალი პაციენტების წყარო ჩემთვის უცნობია. ჩვენთან შემოსული ორი პაციენტი ჩვენთან არსებული პაციენტების კონტაქტებია, აქედან გამომდინარე, მათი წყარო ცნობილია", – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ამბობს, თუ საქართველო შეინარჩუნებს არსებულ დინამიკას და 20 პაციენტზე მეტი ახალი შემთხვევა არ გამოვლინდება, მძიმე შედეგების აცილება გახდება შესაძლებელი.
თუ ამას შევინარჩუნებთ, დღეში ვთქვათ 18-20 ახალ შემთხვევას, ეს არ არის დიდი ტრაგედია, როდესაც უკვე ვლაპარაკობთ მეოთხეულ, ანუ შიდა გადაცემაზე, ეს ციფრები მისაღებია, ნორმაში ეტევა და არ არის კატასტროფა. ჯერ ყველაფერი კონტროლირებადია და იმედია, ასე დავამთავრებთ”, - განაცხადა ეზუგბაიამ.
თუ ამას შევინარჩუნებთ, დღეში, ვთქვათ, 18-20 ახალ შემთხვევას, ეს არ არის დიდი ტრაგედია, როდესაც უკვე ვლაპარაკობთ მეოთხეულ, ანუ შიდა გადაცემაზე, ეს ციფრები მისაღებია, ნორმაში ეტევა და არ არის კატასტროფა. ჯერ ყველაფერი კონტროლირებადია და იმედია, ასე დავამთავრებთ”, - განაცხადა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაიამ ასევე ისაუბრა მძიმე პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც. მისი თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი ორი პაციენტის მდგომარეობა რჩება მძიმედ, თუმცა, სტაბილიზაციის ნიშნები შეიმჩნევა.