ეს არის ყველა საერთაშორისო სტანდარტის დარღვევა - NGO-ების შეფასება ციხეებში, კრიმინალების მმართველობაზე

გამოქვეყნდა:

ციხეში არსებული კრიმინალური ჯგუფის მმართველობის წახალისება ისევ გრძელდება. სამოქალაქო სექტორი რეაგირებას ხელისუფლებისგან ითხოვს. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთა უსაფრთხოება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რის გამოც არასამთავრობო ორგანიზაციები და უფლებადამცველები მთავრობას ციხეში კრიმინალური სუბკულტურის გავლენების გაუქმებისკენ მოუწოდებენ.

"ყოვლად დაუშვებელია სახალხო დამცველს და მის წარმომადგენლებს არ ჰქონდეთ სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში უსაფრთხოდ და შეუზღუდავად მუშაობის საშუალება, ეს გარდა იმისა, რომ კანონის დარღვევაა საერთაშორისო არანაირ სტანდარტში არ ჯდება. ეს არის ძალიან ცუდი მთლიანად ქვეყნისთვის, სახალხო დამცველის ინსტიტუტისთვის და იუსტიციის სამინისტროს, როგორც მინიმუმ უნდა მოეთხოვოს პასუხი იმაზე, რომ შექმნა ასეთი ცუდი გარემო", - ამბობს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტსაბჭოს წევრი, გიორგი ტუღუში 

"ეს არის სრული კატასტროფა, ეს არის ყველა საერთაშორისო სტანდარტის დარღვევა და ასევე დარღვევა, როგორც მოგეხსენებათ ეს არის ორგანული კანონი სახალხო დამცველის შესახებ და ამ კანონის დარღვევა, ამას ვერ მოახერხებენ პატიმრები, თუკი, არ არის ხელშეწყობილი ადმინისტრაციის მხრიდან და სინქრონულად თუ არ მოქმედებენ ეს სახელისუფლებო ხელმძღვანელობა, ადმინისტრაცია ციხეების და კრიმინალური სუბკულტუირის 
წარმომადგენლები",
- თქვა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა 

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი