დღეს დადასტურებული 1 137 ახალი შემთხვევიდან, 477 თბილისიდანაა, 64 აჭარიდან, 164, იმერეთიდან

გამოქვეყნდა:

დღეს, 21 იანვარს, საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის 1 137  ახალი შემთხვევიდან, 477 თბილისიდანაა, 64 აჭარიდან, 164, იმერეთიდან.

რეგიონალური განაწილება შემდეგია:

  • თბილისი - 477;
  • აჭარა - 64;
  • იმერეთი - 164; 
  • ქვემო ქართლი - 65;
  • შიდა ქართლი - 85;
  • გურია - 13;
  • სამეგრელო ზემო სვანეთი - 118; 
  • კახეთი - 95; 
  • მცხეთა-მთიანეთი - 27; 
  • სამცხე ჯავახეთი - 18;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 735 პირი, მათ შორის 219 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 137 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 1 179 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 პაციენტი გარდაიცვალა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი