ეროვნული გეგმა სრულად პასუხობს გამოწვევებს, მზად ვართ ვაქცინაცია დავიწყოთ - გახარია

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ საქართველო მზად არის, რომ უახლოეს მომავალში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია დაიწყოს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"დღეს ტექნიკურად საქართველო მზად არის ნებისმიერი ავტორიზებული ვაქცინის მისაღებას. აქ მოგვეხსენებათ, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ცივ ჯაჭვს და ნებისმიერ ტემპერატურის აუცილებლობის პირობებში, საქართველოს შეუძლია ეს ვაქცინა მიიღოს. ასე, რომ როგორც ტექნიკურად, ასევე ჩვენი სამედიცინო პერსონალის გადამზადების თვალსაზრისით ეს გეგმა სურლად პასუხობს დღევანდელ გამოწვევებს და ჩვენ, ფაქტობრივად, მზად ვართ უახლოეს პერიოდში ეს ვაქცინაცია დავიწყოთ", - ამბობს გიორგი გახარია.

გახარიამ აღნიშნა, რომ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მათთან გადაგზავნილ ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას დაამტკიცებენ. მიზანი კი 2021 წლის ბოლომდე საქართველოში, მინიმუმ, მოქალაქეების 60% უნდა ჰყავდეს აცრილი.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 137 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 1 179 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 პაციენტი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი