ადამიანები, რომლებმაც ომის სიმძიმე საკუთარ თავზე გამოსცადეს - რას მოლოდინი აქვთ სამაჩაბლოდან დევნილებს

გამოქვეყნდა:

სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, ყველაზე მეტად ელოდებიან ადამიანები რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს რუსული აგრესია. განაჩენი პირდაპირ აისახება, იძულებით გადააგილებულ პირებზე, რომლებიც საკუთარ სამშობლოში გახდნენ დევნილები და დაკარგეს მათთვის ძვირფასი ადამიანები.

"რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ გამოიჩინა ძალიან დიდი დანაშაული, ერთი სიტყვით გენოციდი მოხდა დიდი ლიახვის და პატარა ლაიხვის ხეობის სოფლების და სტრასბურგის სასამართლოს ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ დამაკმაყოფილებელ განაჩენს გამოიტანს ქართველი ხალხის, საქართველოს და ჩვენი დევნილების სასარგებლოდ", - ამბობს ერთერთი დევნილი

აქვე გეტყვით, რომ "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ'' - 2008 წლის აგვისტოს ომის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო დღეს საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. განხილვა თბილისის დროით 2 საათზე დაიწყება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი