ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლო, თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყებს საქართველოსთვის ისტორიულ სხდომას, სადაც რუსეთ-საქართველოს ომის 2008 წლის მონაკვეთს შეაფასებს. ამ გადაწყვეტილებაზე დიდწილად იქნება დამოკიდებული ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომელსაც ასევე, დაწყებული აქვს საქმის გამოძიება.
შეგახსენებთ, სტრასბურგში სარჩელი ქართულმა მხარემ, რუსეთის წინააღმდეგ, ევროპის კონვენციის რვა მუხლის დარღვევის გამო შეიტანა.
ის პოლიტიკოსები, რომლებიც 2008 წელს ხელისუფლებაში იყვნენ და თავიანთ თავზე გადაიტანეს პსუხისმგებლობის, ომის პირობებში ქვეყნის მართვის სიმძიმე, დღეს ამბობენ, რომ მათ მიერ შეტანილი სარჩელი გამართულია და აფეკვატურ, სამართლიან გადაწყვეტილებას ელოდებიან.
"ჩვენი სარჩელი იყო როგორც იურიდიულად, ასევე მორალურად გამართული და იმედი მაქვს, სასამართლო შესაბამის, სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენი პოზიციები ძალიან ძლიერია, მაგრამ საკითხავია, რამდენად მოახერხა ამ წლებში ხელისუფლებამ, ჩვენი ინტერესები დაეცვა, რადგან მასში შედიან პირები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ომი საქართველომ დაიწყო", - ამბობს სალომე სამადაშვილი, ენმ-ის ერთერთი ლიდერი.
მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ 2013 წლიდან საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან დიდი შრომა გასწია.
"ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წლიდან საქართველოს ხელისუფლებამ დიდი მუშაონა გასწია, რომ გვქონდეს მოლოდინი, სტრასბურგის სასამაღთლოს გადაწყვეტილება იქნება ობიექტური", - ამბობს ირაკლი ბერაია ქართული ოცნებიდან, ერთპარტიული პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე.
შეგახსენებთ, საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში, თავდაპირველად, სარჩელი რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე ერთი დღით ადრე შეიტანა, მაგრამ სახელმწიფოთაშორისი სარჩელი საბოლოო ფორმით ევროპულ სასამართლოს 2009 წლის 6 თებერვალს წარედგინა.
მასში საქართველო რუსეთს ბრალს დებს, რომ მისმა შეიარაღებულმა ძალებმა და მის კონტროლ ქვეშ მყოფმა სეპარატისტული რეგიონების ძალებმა განურჩეველი და არაპროპორციული თავდასხმები განახორციელეს მშვიდობიან მოქალაქეებზე და მათ ქონებაზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.
საქართველო რუსეთს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რვა მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს, რომლებიც ეხება:
რუსეთი ყველა ამ ბრალდებას დაუსაბუთებლად მიიჩნევს, რომელთაც, მისი თქმით, საქმის არსებითი განხილვისთვის საჭირო მტკიცებულებები არ ახლავს. რუსეთი აცხადებს, რომ თავდასხმები მის სამხედრო ძალებს არ დაუწყიათ და რომ მისი შეიარაღებული ძალები სამხრეთ ოსეთის მშვიდობიან მოსახლეობას საქართველოს თავდასხმისგან იცავდნენ.
აგვისტოს ომთან დაკავშირებული ამ სახელმწიფოთაშორისი სარჩელის გარდა, სტრასბურგის სასამართლოში განხილვის დაწყების მოლოდინშია, დაახლოებით, ორი ათასამდე ინდივიდუალური სარჩელი, რომლებიც ამავე ომს უკავშირდება.