"ქართულმა ოცნებამ" "ქართული ოცნებით" დაკომპლექტებული ნდობის ჯგუფის სხდომა დახურა

გამოქვეყნდა:

ვის უხურავს "ქართული ოცნება" სხდომებს პარლამენტში, გაუგებარი რჩება - პარლანენტში ნდობის ჯგუფი შეიქმნა და პირველი, დახურული სხდომაც ჩატარდა. 

აღსანიშნავია, რომ ნდობის ჯგუფი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის დაზვერვის, ჯარის შეიარაღებისა და კონტინგენტის, სხვა სახელმწიფო მნიშვნელობის, შესაძლოა, სახლმწიფო საიდუმლოსაც განიხილავს ხოლმე, თუმცა, საერთაშორისო საპარლამენტო გამოცდილებით, "ნდობის ჯგუფში" უნდა შედიოდეს ოპოზიციაც, რაც, საქართველოს პოლიტიკურ სინამდვილეში ასე არ არის. 

მმართველ პარტიაში ამ კითხვაზე ტრადიციული პასუხი აქვთ, სადაც ოპოზიციის მისამართით დომინირებს სიტყვები "რადიკალური", "რევანშისტი", უპასუხისმგებლო". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი