ჩვენ ვინმეს საბავშვო ბაღში არ მივსულვართ, რომ გაგვრიცხონ - ელისაშვილი ოპოზიციას

გამოქვეყნდა:

პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მათ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები და კინკლაობა დაასრულეს. ამ საკითხზე მან ოფიციალური განცხადება პარტიის სახელით საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა.

"ოფიციალურად და საჯაროდ მინდა ჩემი და ჩვენი პარტიის "მოქალაქეების" სახელით განვაცხადო: ჩვენ, დავასრულეთ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც. ის საკითხი, რომ თითქოს ვინმემ საიდანღაც გაგვრიცხა არის უბრალოდ ღიმილისმომგვრელი. ჩვენ ვინმეს საბავშვო ბაღში არ მივსულვართ რომ გაგვრიცხონ. ჩვენ ვართ ხალხის და ჩვენი მხარდამჭერების წინაშე ანგარიშვალდებული და მხოლოდ მათზე დამოკიდებუილი სად ვიქნებით ჩვენ პოლიტიკურ სივრცეში", - წერს ალეკო ელისაშვილი. 

გარდა ამისა, "მოქალაქეების" ლიდერი ოფიციალურად მიმართავს "ქართულ ოცნებას", რომ ის და ლევან იოსელიანი მზად არიან საჯაროდ მოლაპარაკება გამართთონ მათთნა პოლიტკური კრიზისი განმუხტვასთან დაკავშირებით.

"ასევე მინდა ოფიციალურად, პარტიის სახელით მივმართო "ქართულ ოცნებას" - ჩვენ: მე და ლევან იოსელიანი მზად ვართ საჯაროდ შეგხვდეთ და დავილაპარაკოთ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პერსპექტივაზე. ჩვენ გვაინტერესებს ხართ თუ არა მზად შეასრულოთ შუამავალი ელჩების თანდასწრებით მოლაპარაკების რაუნდებისას შეთანხმებული პუნქტები? თქვენგან ველით პასუხს ასევე საჯაროდ და ოფიციალურად", - წერს ის.

მასალა ახლდება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი