იმის გამო, რასაც მინისტრი პარლამენტის სხდომაზე აკეთებდა, შესაძლოა, “მთავარი” დაისაჯოს

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" იურისტის თამთა მურადაშვილის ცნობით, მარეგულირებელი კომისია ჟურნალისტ ბექა ყორშიას მიერ მიშა სესიაშვილის გადაცემაში "მთავარი შაბათს" მომზადებულ სიუჟეტს  განიხილავს, როგორც უხამსობის შემცველს.

ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მიერ პარლამენტის სხდომაზე, შარვლის გარედან გენიტალიების ფხანის ახლო კადრით ჩვენების გამო, მარეგულირებელი “მთავარის” სიუჟეტს განიხილავს

"მოგვივიდა შეტყობინება, რომ 21 იანვარს ჩაინიშნა სხდომა, სადაც განიხილება ბექა ყორშიას სიუჟეტი, ისინი თვლიან, რომ ეს სიუჟეტი შეიცავდა უხამსობას, რაც არის აბსურდი, იმიტომ, რომ გამოხატვის ფორმა, რომელსაც ეს ჟურნალისტი იყენებს, ცინიზმი, სატირა, ირონია და ასე შემდეგ, სრულად ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში და ეს არის დაცული. მათ შორის ინფორმაციაც, რომელიც შეიძლება გამომწვევია, დაცულია გამოხატვის თავსიუფლებით, ამიტომ კომისიის მხირდან რაიმე მცდელობა, შეზღუდვოს ამგვარი ფორმები იქნება უკანონო", - ამბობს "მთავარი არხის" იურისტი, თამთა მურადაშვილი.

იგივე შეტყობინებას "ფეისბუქზე" ირონიით გამოეხმაურა არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. მან მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებული შეტყობინებიდან ის ნაწილი გამოაქვეყნა, სადაც კომისია ცდილობს, მისი აზრით, სიუჟეტში არსებული უხამსობა დაამტკიცოს, ამავე დროს, სიუჟეტის ავტორი მონიშნა და ხუმრობით შეეკითხა: "რატომ მიაზუმე შარვლის გარედან გენეტალიებზე?"

მარეგულირებელი კომისიის მიერ "მთავარი არხისთვის" გაგზავნილი შეტყობინების იმ ნაწილში, სადაც კომისია უხამსობის დამტკიცებას ცდილობს, ნათქვამია:

"სიუჟეტის პირველ ნაწილში ნაჩვენებია პარლამენტის დარბაზში მყოფი (სიუჟეტის განთავსების მომენტში) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ივანე მაჭავარიანი. კადრი გადატანილია ახლო ხედით მინისტრის შარვალთან, შარვლის გარედან გენიტალიებზე ფოკუსით და მკაფიოდ ჩანს, როგორ იკიდებს ხელს შარვალზე  ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. კადრს გასდევს ჟურნალისტის სიტყვები: „აგერ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მართალია სხეულის ენით, მაგრამ ძალიან გარკვევით და გასაგებად გვაჩვენა, რის გაკეთებას აპირებს მეათე მოწვევის პარლამენტი“.

აქვე, შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" მიმართ სანქციები მმართველი პარტიის ერთერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ დააანონსამან მარეგულირებელ კომისიაში საჩივრის შეტანა არ იკმარა და "მთავარი არხის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანასაც აპირებს.

ირაკლი კობახიძემ უკვე დაასახელა ის თანხა, რასაც კომპენსაციის სახით სამართლოზე მოითხოვს "ქართული ოცნება", ეს, სავარაუდოდ, 200.000 ლარი იქნება.

რაც შეეხება მარეგულირებელი კომისიის მიერ "ოცნების საჩივრის განხილვას", 31 დეკემბერს მარეგულირებელმა კომისიამ "მთავარი არხი" სამართალდამრღვევად სცნო.

მარეგულირებელმა, ასევე, სერიალ "ჩცდ"-ს დღის საათებში გაშვების გამო დააჯარიმა ტელეკომპანია "ფორმულა"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი