რუსული სამხედრო აგრესიის პირველი საერთაშორისო სამართლებრივი შეფასება - ზალკალიანი სტრასბურგზე

გამოქვეყნდა:

რუსული სამხედრო აგრესიის პირველი საერთაშორისო სამართლებრივი შეფასება - ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცეპრემიერი დავით ზალკალიანი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელი დააკმაყოფილა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის პირველი საერთაშორისო სამართლებრივი შეფასებაა, რომელმაც იურიდიულად დაადასტურა რუსეთის ბრალეულობა მის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე. ეს არის საქართველოს სახელმწიფოს უპრეცენდენტო საერთაშორისო გამარჯვება, რომელმაც ცალსახად, სამართლებრივად დაამტკიცა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოსა რუსეთ-საქართველოს ომის დროსა და შემდგომ პერიოდში საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებში - ამბობს დავით ზალკალიანი.

მინისტრი იმედოვნებს, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების უფლებების დაცვისთვის წარმატების სერიოზულ საფუძველს შექმნის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი