საქართველოს მთავრობა სააღდგომო წირვაზე არ მივა. მინისტრთა კაბინეტის წევრები ღვთისმსახურებას ტელეეკრანებიდან მოუსმენენ და ტაძრების ნაცვლად სახლებში ილოცებენ. ტაძრებში წასვლას არც ინფექციონისტები აპირებენ.
"ჩვენ ამ პროცესს დავაკვირდებით ტელევიზიიდან,"- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. იგივე პოზიცია აქვს, მაია ცქიტიშვილსა და ასევე ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას.
გარდა ამისა, დღეს მთავრობაში ისიც თქვეს, რომ აღდგომის ღამეს ტაძარში გამოკეტვაც კომენდანტის საათის დარღვევა იქნება.
"კომენდანტის საათის პირობები არის მკაფიო და გადაადგილება 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე არ არის ნებადართული, ასევე არ არის ნებადართული სამზე მეტი ადამიანის შეკრება. რა თქმა უნდა, დაირღვევა კომენდანტის საათი თუ იქნება მასობრივი შეკრება, ეს იქნება ეკლესიაში თუ სხვა სივრცეში,"-განაცხადა ვიცე პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.