აბუსერიძეს უნდა მიეცეს საშუალება მართოს რაგბის კავშირი – მორაგბეები ისევ შეიკრიბნენ

გამოქვეყნდა:

საქართველოს რაგბის კავშირში დღეს ვეტერანი მორაგბეები შეიკრიბნენ და საჯარო რეესტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რაგბის კავშირის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ირაკლი აბუსერიძეს რეგისტრაცია შეუჩერდა, გააპროტესტეს,

ვეტერანი მორაგბეები მიიჩნევენ, რომ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები ლეგიტიმურად ჩატარდა და ხმათა უმრავლესობით ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა.

მორაგბეების თქმით, საჯაროო რეესტრი ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს და აბუსერიძის უფლებამოსილების პროცესს ხელოვნურად აფერხებს.

"ირაკლი აბუსერიძეს უნდა მიეცეს საშუალება, რომ მართოს რაგბის კავშირი, ის არის ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი, წინა არჩევნებთან დაკავშირებითაც რეესტრს ქონდა მცდელობა, რომ არ გაეტარებინათ, იყო მანიპულაციებიც, რასაც, ამ ხალხის მოწოდებით რეესტრი უნდა შეეშვას. ის ადამიანები, რომლებიც, ერთ–ერთი კადიდატის დაახლოებული პირები არიან მთავრობაში, უნდა მოეშვან ორგესტირებულ შეტევას რაგბის კავშირზე" – ამბობს რაგბის საინიციატივო ჯგუფის დამფუძნებელი რამაზ ხარაზიშვილი

ვეტერანი მორაგბეების თქმით, თუ აბუსერიძეს მომდევნო კვირიდან უფლებამოსილება არ აღუდგება ისინი სამოქმედო გეგმას შეცვლიან და ბრძოლას ბოლომდე მიიყვანენ.

რაგბის კავშირის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ირაკლი აბუსერიძეს რეგისტრაცია შეუჩერეს

რაგბის კავშირი პრეზიდენტის გარეშე - მორაგბეთა ბრძოლა თანამდებობისთვის

შეგახსენებთ, არჩევნები ​​​​​​რაგბის კავშირში გასული წლის 30 დეკემბერს ჩატარდა და დელეგატების უმრავლესობამ მხარი აბუსერიძეს დაუჭირა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი