სამნახევარი მილიონი ლარის ჯარიმა სამ დღეში - მოქალაქეები წესების დარღვევას არაინფორმირებულობას უკავშირებენ

გამოქვეყნდა:

სამ ნახევარი მილიონი ლარი სამ დღეში - დაუმორჩილებელი და წესების დამრღვევი მოქალაქეების რაოდენობა მკვეთრად იზრდება და იზრდება ჯარიმებიც. საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის წესების უგულებელყოფისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სანქციები ათასზე მეტ მოქალაქეს დააკისრა. ადამიანები, რომლებიც უსამსახუროდ დარჩნენ და ახალა ათასობით ლარის ჯარიმა აქვთ გადასახდელი ამბობენ, რომ არასაკმარისი ინფორმაციის პირობებში ზუსტად არ იციან რა ეკრძალებათ.   

მამა-შვილს რიგში დგომის დისტანცია დაუწუნეს, ოჯახს ზუგდიდიდან კი 9000 ლარი სახლის წინ დგომისთვის გამოუწერეს.

280 ჯარიმა გამოწერეს ქალაქის შემოსასვლელებში, დროებით საგუშაგოებზე, აქ ხალხი სამ-სამი ათასი ლარით იმის გამო დააჯარიმეს, რომ მანქანაში წინა სავარძელზე, მგზავრი იყო, ნაწილს პირბადე არ ჰქონდა.

მძღოლები ბოლო 24 საათში 840 ათასი ლარით დააჯარიმეს. ათობით ადამიანი დააჯარიმეს კარანტინის ზონად გამოცხადებულ რეგიონებშიც, აქ მთავარი პრობლემა ისაა,რომ მოსახლეობამ ქართული არ იცის და შეზღუდვების შესახებაც ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ. 
მოსახლეობამ იცის,რომ წესების დარღვევისთვის მათ ფულადი ჯარიმა დაეკისრებათ, თუმცა სოფლებში არ არიან ინფორმირებულები  რა შეზღუდვები დააწესა მთავრობამ და რატომ. ითხოვენ, რომ პირველი დარღვევის შემთხვევაში პოლიცია გაფრთხილებით შემოიფარგლოს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი