ახალი მანქანები და რაციები - ეპიდემიასთან ბრძოლის მოტივით დახარჯული მილიონები

გამოქვეყნდა:


2.2 მლნ ევროს პაატა იმნაძის ოჯახთან დაკაშირებული კომპანია ბიუჯეტიდან უკონკურენტოდ მიიღებს. ჯანდაცვის სამინისტრომ  სოლიდური კონტრაქტი "აკა მოტორსთან" მერსედესის ტიპის ავტომობილების შესაძენად გააფორმა. 

მერსედესის წარმომადგენლობა არჩილ გოგელიას ეკუთვნის. ბიზნესმენს, რომელმაც იმნაძის მტკიცებით მას თბილისის ცენტრში მილიონ ლარად შეფასებული სახლი აჩუქა. ახალი ავტომობილები სასწრაფოსთვისაა განკუთვნილი და მთავრობამ ის მსოფლიო ბანკის ვალით 6 იანვარს შეიძინა.

ირკვევა რომ სამინისტროს წარმომადგენლობამ ახალი ავტომობილების შესაძენად ფასი ორ კომპანიას ჰკითხა, იმნაძესთან დაკავშირებულ აკა მოტორსს - და ჯითი გრუპს - რომელსაც კახი კალაძის სამეგობროს უკავშირებენ. 

ყველა სხვა ავტომწარმოებელი სამინისტროს რატომღაც გამორჩა. შესყიდვების ბუნდოვანი და საეჭვო პრაქტიკა თვეებია გრძელდება და ყველა შემთხვევაში ხელისუფლებას არგუმენტად გადაუდებელი აუცილებლობა მოჰყავს.

ასეულობით მილიონი დოლარი რომელსაც ხელისუფლება კოვიდ აუცილებლობით ხსნის მომავალი თაობების გადასახდელია. თუმცა ირკვევა რომ მთავრობას რიგ შემთხვევაში საერთოდ არ ეჩქარება. მაგალითად 10 დეკემბერს ჯანდაცვის უწყებამ 1.9 მლნ ევროს რაციები დაუკვეთა მოტოროლას გერმანულ წარმომადგენლობას, თუმცა პროდუქციის მიღების ვადადად 11 თვემდე პერიოდი განსაზღვრა, ან თითქმის ერთი წელი. ამასთან, საერთოდ გაუგებარია რაში სჭირდება ჯანდაცვის სამინისტროს ამ რაოდენობის რაციები.

რაში სჭირდება ახალი რაციები გადაუდებელი შესყიდვით და 11 თვის შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა არ იცის და ამტკიცებს რომ ტექნიკა უახლოეს დღეებში ჩამოვა.

ჩვენი არაერთი თხოვნის მიუხედავად, მოეწოდებინა ფოტო მასალა და სატენდერო დოკუმენტაცია , რა ახალი მანქანები შეიძინეს სასწრაფო დახმარებისთვის, ჯანდაცვის სამინისტრომაც და მერსედესის წარმომადგენლობამაც უპასუხოდ დატოვეს.

2 მლნ ევროს ღირებულების რაციებს კი სასწრაფოს ექიმები ძვირადღირებული კონტაქტის გაფორმებიდან 3 თვის შემდეგაც კი ელოდებიან.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი