ტენდერი 3 დღის კომპანიამ მოიგო - ჯილდო "ოცნების" პარტიული აქტივისტებისთვის

გამოქვეყნდა:

როგორ უხდის მადლობას „ქართული ოცნება“  წინასაარჩევნო კამპანიებში ჩართულ აქტივისტებს.

კომპანია, რომელმაც ისნის გამგეობის კუთვნილი მანქანები უნდა გარეცხოს, 2019 წლის 27 დეკემბერს შეიქმნა, ზუსტად 3 დღეში , 31 დეკემბერს გამგებელმა მასთან ხელშეკრულება პირდაპირი შესყიდვის წესით ყოველგვარი ტენდერის გამოცხადების გარეშე გააფორმა.

ოპოზიციონერები ამტკიცებენ, რომ კომპანია, რომელსაც ხელშეკრულება გაუფორმდა, ქართული ოცნების აქტივისტს ეკუთვნის და დადებული ხელშეკრულება, ერთგვარი პატივისცემა იყო, არჩევნების  დროს გვერდში დგომისთვის.

კომპანია "ქარ ვაშ ჯორჯიას" მფლობელი, ოფიციალური მონაცემებით 20 წლის გიორგი ძამაშვილია. სავარაუდოდ, ის ფიქტიური მმართველია და კომპანია მამას, თემურ ძამაშვილს ეკუთვნის. ხელისუფლების ოპონენტები ყვებიან, რომ უფროსი ძამაშვილი კახა ლაბუჩიძესთან მეგობრობს.

დავინტერესდით, ვინ იყო კომპანიის მფლობელი და მართლაც ჰქონდა თუ არა მას კავშირი ქართულ ოცნებასთან.  

რეგისტრაციის მისამართზე მისულებს, კითხვებზე არ გვიპასუხეს, თუმცა არ უარყვეს, რომ ხელისუფლების ღია მხარდამჭერები არიან. 

ისნის რაიონის გამგებელმა მთავარის კამერასთან გამოჩენა არ ისურვა. დღის ბოლოს კი კახა ლაბუჩიძემ  პასუხი წერილობით გამოაგზავნა. 

როგორ იპოვა ისნის გამგეობამ სამი დღის შექმნილი კომპანია, რომელსაც საქმიანობის ისტორიაც კი არ ჰქონდა და როგორ გაუფორმა მას შექმნიდან მეოთხე დღეს ხელშეკრულება უცნობია, თუმცა მარტივად მისახვედრია. როგორც ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, ასე დაიწყო ოცნებამ ვალების გასტუმრება და პატივისცემა არჩევნებისას გაწეული სამსახურისთვის.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი